Wednesday, December 23, 2009

პროექტი

1.პროექტის სახელი
:მოგზაურობა სკოლაში. ბუფეტი,დარბაზი,ბიბლიოთეკა,დერეფანი,ტუალეტი.
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
მოსწავლეებმა შეძლონ ორიენტირება სკოლის ტერიტორიაზე.მოსწავლეებმა განასხვაონ შორს და ახლოს მდებარე საგნები
3.პროექტის სრული აღწერა:
ბავშვებს განვუმარტავ ამ გაკვეთილის მიზანს-მათ უნდა დაათვალიერონ სკოლის შენობა და ნახონ„რა ხდება“ მათ საკლასო ოთახის გარეთ. დავიხმარ რამოდენიმე მშობელს. ვთხოვ მოსწავლეებს,რომ არ იხმაურონ, არ ჩამორჩნენ ერთმანეთს.
ა)თავდაპირველად ჩაუვლი მეზობელ საკლასო ოთახს,ვუხსნი,რომ აქ, მათ მეზობლად ამა და ამ კლასის მოსწავლეები სწავლობენ.
ბ)ბუფეტის მონახულების დროს ვუხსნი,თუ როდის შეიდლება აქ მოსვლა,როგორ დაიცვან რიგი, როგორ დაიცვან სისუფთავე, ასევე ვაცნობ ბუფეტში მომუშავე ადამიანებს.
გ)დირექტორის ოთახში შესვლისას წინასწარ ვუთანხმდები დირექტორს, შევიყვან მოსწავლეებს და იგიც მცირე ხნით გაესაუბრება მოსწავლეებს.
დ)შევდივარ ბიბლიოთეკაში-ვუხსნი წიგნთან მუშაობის აუცილებლობას.
ე)ვაცნობ სპორტულ და სააქტო დარბაზების ადგილმდებარეობას.ასევე განვუმარტავ დერეფნების დანიშნულებას.
ვ)ექიმის კაბინეტის ადგილ მდებარეობა ყველამ უნდა დაიმახსოვროს,რადგან საჭიროების შემთხვევაში დროულად უნდა მიმართონ ექიმს. ვაცნობთ ექიმს,ექთანს და ისინიც გაესაუბრებიან მოსწავლეებს.
ზ)ტუალეტი,როგორც წესი, ცალ-ცალკეა გოგონებისთვის და ვაჟებისთვის.მათ უნდა დაიმახსოვრონ,როგორ განარჩიონ ისინი ერთმანეთისაგან.(წარწერით თუ სხვა ნიშნით)ვუხსნი აუცილებელ ჰიგიენურ მოთხოვნებს.რომელთა დაცვაც აუცილებელია.
გამყავს ეზოში,შემოვივლით სკოლის გარშემო, აფიქსირებენ სად რა არის ეზოში(მწვანე ნარგავები, ხეხილი,სათამაშო ადგილი)დიდ ყურადღებას ვამახვილებთ ეზოს სისუფთავეზე.თუ დანაგვიანებულია სად არის სანაგვე. რომელი უფრო ლამაზია,სუფთა თუ დაბინძურებული გარემო.ახდენენ შედარებას.
4)მოსწავლეთა ასაკი:
6-7წელი.
5)ვადები/ხანგრძლივობა:1-ი კვირა.
6)პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
კლასში შეუძლიათ დახატონ„ჩვენი სკოლა“. იმსჯელონ მის ირგვლივ.
7)მოსალოდნელი შედეგები:
გაეცნობიან მოსწავლეები სკოლის გარემოს. შეძლებენ ორიენტირებას.
8)სარგებელი სხვებისთვის:
მათი წესრიგის დაცვა მაგალითი იქნება სხვა მოსწავლეებისთვისაც.
9)სამუშაო ენა:
ქართული.
10)მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
არ მონაწილეობდნენ.
11)საგნებთან კავშირი:
ბუნება.
12)როექტის ფასილიტატორი: თეა სტეფანია
13)ფასილიტატორის ელ.ფოსტა:tea.stefania747@gmail.com


















)